Tuesday, December 11, 2018

მოცვის ნამცხვარი ყავისათვის


12  ჭიქა ქარაქი
113  ჭიქა თეთრი შაქარი
2   ცალი კვერცხი
1   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი
2   ჭიქა კეფირი
4   ჭიქა ფქვილი
3   ჩ/კ გამაფხვიერებელი
1   ჩ/კ საცხობი სოდა
1   ჩ/კ მარილი
2   ჭიქა მოცვი
23  ჭიქა ფქვილი
23  ჭიქა თეთრი შაქარი
6   ს/კ დარბილებული კარაქი
1
წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 175 C-ზე. მოუსვით ცხიმი 22X33 სმ ზომის საცხობ ფორმას. ერთად გაცერით 4 ჭიქა ფქვილი, გამაფხვიერებელი, საცხობი სოდა, მარილი და გადადგით.
2
დიდ თასში ½ ჭიქა კარაქი და 1 1/3 ჭიქა შაქარი ფაფუკი მასის მიღებამდე თქვიფეთ. თანდათანობით შეათქვიფეთ კვერცხი, შემდეგ შეურიეთ ვანილი. დაუმატეთ ფქვილის ნაზავი კეფირთან ერთად და კარგად შერევამდე თქვიფეთ. შეურიეთ მოცვი. ცომი წინასწარ გაცხელებულ ლანგარზე დაასხით.
3
პატარა თასში აურიეთ 2/3 ჭიქა ფქვილი და 2/3 ჭიქა შაქარი. ჩააჭერით 6 ს/კ კარაქი და აურიეთ (მიიღებთ ფხვიერ მასას). მიღებული ნაზავი ცომს ზემოდან მოაყარეთ.
4
აცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 45–60 წუთით, ან სანამ ნამცხვრის ცენტრში მოთავსებულ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ. გააგრილეთ და გემრიელად მიირთვით!


No comments:

Post a Comment