Tuesday, December 11, 2018

შავი შოკოლადის ნამცხვარი

2   ჭიქა ფქილი
2   ჭიქა შაქარი
34  ჭიქა უშაქრო კაკაო
2   ჩ/კ საჭმელი სოდა
1   ჩ/კ გამაფხვიერებელი (საცხობი ფხვნილი)
12  ჩ/კ მარილი
2   ცალი კვერცხი
1   ჭიქა გაცივებული მოდუღებული ყავა
1   ჭიქა რძე
12  ჭიქა მცენარეული ზეთი
2   ჩ/კ ძმარი
1
გააცხელეთ ღუმელი 175 C გრადუსზე, მოაცხეთ ცხიმი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი 23×33 სმ ზომის ლანგარს.
2
დიდ თასში აურიეთ ფქვილი, შაქარი, კაკაო, სოდა, გამაფხვიერებელი და მარილი. ცენტრში გააკეთეთ ჩაღრმავება და ჩაასხით კვერცხი, ყავა, რძე, ზეთი და ძმარი. აურიეთ სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას, ცომი უნდა იყოს თხელი. მიღებული მასა დაასხით გამზადებულ ფორმაზე.
3
აცხვეთ 35–40 წუთის განმავლობაში წინასწარ გახურებულ ღუმელში. მოათავსეთ ნამცხვრის ცენტრში კბილის ჩხირი და თუ სუფთა ამოიღეთ, ცხობაც დასრულებულია.

უგემრიელესი შოლოლადის ნამცხვარი, რომელიც ადვილად დაიმსახურებს თქვნს მოწონებას და დაგიმშვენებთ სუფრას.

No comments:

Post a Comment